ამერიკელი კონგრესმენები ნატოსა და ევროკავშირს მოუწოდებენ შეიარაღების სისტემები რუსეთს არ მიჰყიდონ.
შესაბამისი რეზოლუცია კონგრესში უკვე წარადგინეს. ინიციატივა წარმომადგენლობითი პალატის წევრს, უხუცეს რესპუბლიკელ ილეან როს-ლეიტინენს ეკუთვნის.
ის ამ ინიციატივით მას შემდეგ გამოვიდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთი რუსეთისთვის სადესანტო ხომალდ "მისტრალის" მიყიდვას აპირებს. რეზოლუცია კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტს უკვე გადაეცა განსახილველად.
"მისტრალის" გაყიდვის შესახებ, საბოლოო გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, წლის ბოლოსათვის გახდება ცნობილი.