პატიმრების ვადაზე ადრე გათავისუფლების საკიხთა კომისიაში პარლამენტიდან ორი ახალი წევრია წარდგენილი. ეკა ხარხეულიძისა და დიმიტრი ლორთქიფანიძის წარდგგენაზე განცხადება დღეს სესიაზე პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა.
შეგახსნებთ, კომისიის წევრები სამ თვეში ერთხელ იცვლება. ამჯერად, საახალწლოდ ვადაზე ადრე გასანთავისუფლებელი მსჯავრდებულების საქმეთა განსახილველად შემადგენლობა 22 დეკემბერს შეიკრიბება. მანამდე კი კომისიაში საკანონმდებლო ორგანოს კვოტით ახალი წევრები ჩაენაცვლებიან.