დღეს ბათუმში მერვე საერთშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა" გაიმართა, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით წარსდგა. გამოსვლისას მან ყურადღება ბელარუსზე გაამახვილა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, აუცილებელია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ და ორგანიზაციებმა აქტიური დიალოგი აწარმოონ ამ სახელმწიფოსთან, რათა ეს ქვეყანა არ მოექცეს იზოლაციაში და მისი განვითარება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოხდეს.
„გამოცდილებას, რომელიც რეფორმების განხორციელებისას მივიღეთ, ვუზიარებთ მოლდოვას, უკრაინას, ვესაუბრებით ბელარუსს. ბელარუსთან საუბარი აუცილებელია, რადგან ზოგჯერ იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ ბელარუსი იზოლაციაში მოაქციონ არ სურთ იგივე სტანდარტები სხვა, გაცილებით დიდ მეზობელ ქვეყანაზეც გამოიყენონ. თუ ვინმე მეტყვის, რომ რუსეთი ბელარუსზე დემოკრატიულია, კი ბატონო, ასე ეგონოს - ბელარუსი მეზობელი ქვეყნების ოკუპირებას არ ახდენს და იზოლაციის მცდელობით ბელარუსს ვუბიძგებთ
რუსეთის დღევანდელი მთავრობის კონტროლქვეშ, რაც არავის ინტერესებში არ შედის. აუცილებელია დიალოგი და ურთიერთქმედება, ახალი ინიციატივები. ასეთია ჩვენი ხედვა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.