ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი თომას ჰამარბერგი დღეს ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ჩასვლას აღარ აპირებს.
ჰამარბერგი მარიონეტულ რეჟიმთან სატელეფონო კონსულტაციებს გააგრძელებს. შეთანხმების მიღედვით მარიონეტულ რეჟიმს 4 ნოემბერს დაკავებული ბავშვები 13 დეკემბერს უნდა გაეთავისუფლებინა, თუმცა პირობა არ შესრულდა.
შეგახსნებთ, რომ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა თომას ჰამარბერგმა ცხინვალი წუხელ უშედეგოდ დატოვა. მან ორი ტირძნისელი მოზარდის გამოყვანა ვერ შეძლო. ჰამარბერგის განცხადებით მოლაპარაკებები საბოლოო შედეგის მიღწევამდე გაგრძელდება. ცხინვალისციხეში ლევან ხმიადაშილი და ვიქტორ ბუჩუკური არიან ისინი იქ 4 ნოემბრის შემდეგ იმყოფებიან.
"მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ მოლაპარაკებები გრძელდება. გადავწყვიტე დეტალური კომენტარები არ გავაკეთო, რადგან შეიძლება ამან მოლაპარაკებებს ხელი შეუშალოს. უკან დახევას არ ვაპირებ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მედიამ უპასუხისმგებლობა არ გამოიჩინოს რადგან კრიტიკულ ეტაპზე ვიმყოფებით. მოლაპარაკებები გაგრძელდება, ბავშვები თავს კარგად გრძნობენ",_ განაცხადა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა თომას ჰამარბერგმა.