თბილისის "დინამომ" უელსის "ლანელი" გამანადგურებელი ანგარიშით 5:0 დაამარცხა.
გოლები ბრიტანელთა კარში "დინამოს" პრაქტიკულად ყველა ლეგიონერმა გაიტანა.
სამი გოლი პირველ, ხოლო ორი სტუმართა კარში მეორე ტაიმში გავიდა.
შეხვედრას ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე 20 ათასზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო და "დინამომ" მათი მოლოდინი გაამართლა. ქართულმა გუნდმა ორი მატჩის ჯამში "ლანელი" ანგარიშით 6:2 დაამარცხა და ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.
"დინამოს" მომავალი მეტოქე ისლანდიის "რეიკიავიკია" - პირველ შეხვედრას ქართული გუნდი ისლანდიაში 4 აგვისტოს გამართავს.