ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის #32 ნომერში მდებარე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ბინის პატრონი 53 წლის ავთანდილ ოუქიაშვილი მეზობლებმა დამწვარი იპოვეს.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი დენის გამათბობელმა გამოიწვია. ალი სახლს რამდენიმე წუთში მოედო.
გარდაცვლილი ოუქიაშვილი მარტოხელა იყო. ცეცხლის გაჩენის დროს სახლის პატრონი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ხანძარი გამთენიისას გაჩნდა. ბინის კარი მეზობლებმა შემტვრიეს, თუმცა ნახევრად გადანდურებულ სახლში დამწვარი ადამიანის მხოლო ნაწილები აღმოჩინეს.