რუსთავის "მეტალურგი" ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპოზე გავიდა.
მათ ორი მატჩის ჯამში პავლოდარის "ირტიში" დაამარცხეს.
პირველი შეხვედრა რუსთავში 1:1 დამთავრდა.
პავლოდარში გამართული შეხვედრა კი რუსთაველებმა 2:0 მოიგეს.
ანგარიში 23-ე წუთზე ქობალიამ გახსნა, მეორე გოლი კი ირაკლი მოდებაძემ გაიტანა.
შემდეგ ეტაპზე რუსთაველები საფრანგეთის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს,"რენს" დაუპირისპირებიან.