ოსმა სეპარატისტებმა ე.წ. სახრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის დარღვევისათვის საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, "საზღვრის დამრღვევები" ცხინვალის რაიონის სოფელ დმენისში დააკავეს.
დაკავებულები არიან 1976 წელს დაბადებული, თბილისის მაცხოვრებელი შოთა მახარაშვილი და გორის რეაიონის სოფელ მერეთის მაცხოვრებელი, 1985 წელს დაბადებული ოთარ ჯავახი. სეპარატისტები იუწყებიან, რომ დაკავებისას ქართველებმა განაცხადეს, რომ საზღვარი ნათესავების მონახულების მიზნით გადმოკვეთეს.
მათივე ინფორმაციით, დაკავებისას ქართველებს წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. "მათ თან ჰქონდათ მობილური ტელეფონები", _ იუწყებიაჯნ სეპარატისტები. ამჟამად დაკავებული ქართველები ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების შენობაში იმყოფებიან.