ლაბორატორიულად საქართველოში ე.წ. ღორის გრიპის ვირუსით დაინფიცირების 759 ფაქტია დადასტურებული.
აქედან ოფიციალური მონაცემევით 8 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. მათ შორის ერთი ფეხმძიმეა, რომელიც გუშინ სამეგრელოდან სამკურნალოდ ქუთაისში გადაიყვანეს.
ამჟამად ფეხმძიმე ქალი სასუნთქ აპარატზეა მიერთებული.
ასევე მძიმეა იმ ორი პაციენტის მდგომარეობა, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოში წევს.
საქართველოში ვირუსის შედეგად ხუთი ადამიანია გარდაცვლილი.