საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი ბაქოს ტურნირში ითამაშებს. მერვედფინალში დღეს დილით ტატიშვილმა ასევე ქართველო ჩოგბურთელი თათია მიქაძე დაამარცხა ანგარიშით 7:6 6:3. მეოთხედფინალში მსოფლიოს 93-ე ჩოგანი სავარაუდოდ მსოფლიოს მესამე ჩოგანს, რუს ვერა ზვონარევას დაუპირისპირდება. ვერა ზვონარება მერვედფინალში თბილისის დროით 17:00 საათზე სლოვაკ კუცოვას დაუპირისპირდება.
ბაქპს ტურნირის საპრიზო ფონდი 220 000 ამერიკულ დოლარს შეადგენს. ტურნირის დირექტორი ცნობილი ქართველი ვეტერანი ჩოგბურთელი და საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლეილა მესხია.