დღეს ქართული საფეხბურთო კლუბები „გაგრა", თბილისის „დინამო" და რუსთავის „მეტალურგი" განმეორებით შეხვედრებს გამართავენ. „დინამო" ბორის პაიჭაძის ეროვნულ სტადიონზე უელურ კლუბს „ლანელს" დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. უელსში გამართული შეხვედრა „დინამომ" 1:2 წააგო. დღეს კი საქართველოს ყველაზე ტიტულოვან გუნდს მინიმუმ ერთბურთიანი სხვაობით გამარჯვება ესაჭიროება.
21:00 საათზე დაიწყება „გაგრასა" და „ანორთოსისის" შეხვედრაც. მატჩი ზესტაფონში, დათო აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. კვიპროსში გამართული შეხვედრა „გაგრა" სამბურთიანი სხვაობით, 0:3 დამარცხდა. „მეტალურგი" კი ყაზახეთს ესტუმრა და თბილისის დროით 17:00 საათზე პავლოდარის „ირტიშს" დაუპირისპირდება. პირველი მატჩი 1:1 დასრულდა.