საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებული „ზესტაფონი" ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა.
„ზესტაფონმა" ორი მატჩის ჯამში მოლდოვის ჩემპიონი კიშინოვის „დაჩია" 3:2 დაამარცხა. პირველი შეხვედრა ზესტაფონში მასპინძლებმა 3:0 მოიგეს. გუშინ კი საქართველოს ჩემპიონმა მოლდოვაში შეხვედრა 0:2 დათმო, თუმცა შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ეს საკმარისი აღმოჩნდა.
შეხვედრაში ანგარიში მე-20 წუთზე პოპოვიჩმა გახსნა. 64-ე წუთზე ზესტაფონელები 10 კაცით დარჩნენ. შეხვედრის მთავარმა არბიტრმა მოედნიდან თეიმურაზ ღონღაძე გააძევა. მეორე გოლი მოლდოველებმა 90-ე წუთზე თერთმეტრიანიდან გაიტანეს.
მატჩის დამთავრების შემდეგ გუნდებს შორის შეხლა შემოხლა მოხდა. „დაჩიას" მთავარმა მწვრთნელმა იგორ დობროვოლსკიმ „ზესტაფონის" ნახევარმცევ ირაკლი ძარიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ზესტაფონი შემდეგ ეტაპზე ავსტრიის „შტურმს" დაუპურისპირდება.