მიმდინარე წელს რუსეთი ოს სეპარატისტებისათვის 6.81 მილიარდი რუბლის გადარიცხვას აპირებს. პირველი ტრანში რუსეთიდან სეპარატისტებმა 2 ივლისს მიიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ოს სეპარატისტთა ლიდერს ედუარდ კოკოითსა და რუსეთის რეგიონალური განვითარების მინისტრს ვიქტორ ბასარგინს შორის გამართულ სამუშაო შეხვედრაზე საუბარი ე.წ. სამხრეთ ოსეთის 2011 წლის სოციალ-ეკონომიკური აღდგენის გეგმის რეალიზებას შეეხო. სწორედ ამ შეხვედრაზე ისაუბრეს რუსეთის მიერ სეპარატისტებისათვის გამოყოფილ სახსრებზე.