უკვე რამდენიმე სეზონია მიკ ჯაგერის ქალიშვილი ჯინსების ბრენდს Hudson წარმოადგენს. თუმცა, სუპერვარსკვლავის შთამომავლის მონაწილეობა ბრენდის რეკლამირებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და როგორც ამბობენ, სარეკლამო კამპანიაში ჯორჯისათან ერთად არნოლდ შვარცნეგერის ვაჟიშვილს გადაიღებენ.
არა იმას, რომელიც მირდრედ ბაენისგან შეეძინა, არამედ იმას, რომელიც უკვე ყოფილი ცოლისგან მარია შრაივერისგან ჰყავს.
18 წლის პატრიკ შვარცნეგერი ყოველმხრივ შესანიშნავი ახალგაზრდაა, კარგად განვითარებული მუსკულატურა, სასიამოვნო გარეგნობა. მას აქვს საუკეთესო შანსი გახდეს წარმატებული მოდელი.
სააგენტოსთან კონტრაქტი მას უკვე აქვს რაც ნიშნავს, რომ პატრიკი არაერთხელ გამოჩნდება სარეკლამო კამპანიაში.