დღეს, 20 ივლისს , ქობულეთში პირველ ხუთვარსკვლავიან ქართულ ბრენდ "ჯორჯია პალასში" გაიმართება საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი "ჯორჯია პალასი"-ს თასზე.
ტურნირი ტარდება ქართველთაგან პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი გამარჯვებული (2003 წლის) ევროპის ჩემპიონის, საერთაშორისო დიდოსტატის, ზურაბ აზმაიფარაშვილის ორგანიზატორობით. ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, აზერბაიჯანის, სასომხეთის და სინგაპურის მოჭადრაკეები.ტურნირი დასრულდება 25 ივლისს.