ჰარისონ ფორდმა "ინდიანა ჯონსის" მომდევნო ნაწილში გადასაღებად მზადება დაიწყო.
პოპულარულმა მსახიობმა ვარჯიში დაიწყო რათა კიდევ ერთხელ "მთელი ბრწყინვლებით" გამოჩნდეს ეკრანზე არქეოლოგის როლში. ასეთი ინფორმაცია გაავრცელა შაია ლაბაფმა მეოთხე ფილმში ცნობილი არქეოლოგის შვილის როლის შემსრულებელმა. Mმსახიობმა მიანიშნა ,რომ "ინდიანა ჯონსის" მეხუთე ფილმის გადაღება 2012 წელს დაიწყება.
ახალ ფილმში ინდიანა ჯონსი ბერმუდის სამკუთხედის სათავგადასავლო ორომტრიალში ხვდება. თავად ფორდმა სურვილი გამოთქვა, რომ ფილმის მეხუთე ნაწილში მისი გმირი მოეკლათ. თუმცა, ფილმის პროდიუსერმა ჯორჯ ლუკასმა კატეგორიული უარი განაცხადა სიუჟეტის ასეთ განვითარებაზე.
შეგახსენებთ, რომ ფილმის ბოლოსწინა ნაწილმა სახელწოდებით „ინდიანა ჯონსი და ბროლის ქალის სამეფო" ჩვენების პირველ კვირას თითქმის 100 მილიონი დოლარი მოიტანა. ხოლო, 185 მილიონიანი ბიუჯეტის მქონე კინო ფილმების საერთო საკასო შემოსავლებმა 744 მილიონი დოლარი შეადგინა