18 დეკემბერს 17:00 საათზე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ასოციაციის იმ წევრებთან, რომლებიც ამავე დროს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებიც არიან, გაიმართება საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა. საის წევრებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარისა და აღმასრულებელი საბჭოს კანდიდატებს წარუდგენენ.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარისა და მმართველი ორგანოების არჩევნები 2009 წლის 20 დეკემბერს სპორტის სასახლეში გაიმართება.
საიას წევრებთან შეხვედრაზე მოხდება იმ ძირითადი პრინციპების გაცნობა, რომლის განხორციელებასაც ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატი მისი გამარჯვების შემთხვევაში განახორციელებს.