სირიის უშიშროების ძალებმა 13-მშვიდობიანი მოქალაქე დახვრიტეს.
 როგორც სირიელმა ადამიანის უფლება დამცველმა რამი აბდელ რაჰმანმა „ფრანს-პრესს" განუცხადა, დახვრეტა დღეს და გუშინ, ქალაქ ჰომსში განხორციელდა. 
„დღეს და გუშინ პრეზიდენტ ასადის ძალებმა ჰომსში დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს და  13 უდანაშაულო ადამიანი მოკლეს", - განაცხადა რაჰმანმა.