საქართველოში პირველი ტრადიციული ხელოვნებისა და ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალში "ერთა ხმა".
მონაწილეობას 10 ქვეყნის (იტალია, პოლონეთი, ბულგარეთი, მაკედონია, კვიპროსი, ბელორუსია, თურქეთი, კორეა, სომხეთი, საქართველო) 300-ზე მეტი წარმომადგენელი მიიღებს.
სტუმრები ანაკლიის ტურისტულ ბანაკში დაბინავდებიან. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში 28 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება ხუთი კონცერტი საქართველოს სამ ქალაქში -ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში. პროექტის მიზანია ქართველი და უცხოელი სტუდენტების დაახლოება, ტურიზმის განვითარება, ქართული და უცხოური კულტურების პოპულარიზაცია.