დღეს, 18 ივლისს, ევროპის სახლი" ფრანგ მწერალს, ანი ზადეკს უმასპინძლებს.
საღამოზე ქართველ ხელოვანებსა და ლიტერატორებს საშუალება ექნებათ, მოისმინონ და ავტორთან ერთად წაიკითხონ მისი ნაწარმოებები ფრანგულ, გერმანულ და ქართულ ენებზე.
ანი ზადეკი ლიონში დაბადებული ფრანგი მწერალია, რომლის შემოქმედების განსაკუთრებულობას ლიტერატურის სხვადასხვა ჟანრის სინთეზი წარმოადგენს.
"რიტმულობითა და მუსიკალურობით გამორჩეული მისი ნაწარმოებები ფორმით რომანსაც მოგვაგონებს, დრამასაც და ლექსსაც; ისინი სცენისთვისაა განკუთვნილი - თეატრის თუ რადიოს სცენისათვის", _ აცხადებენ საღამოს ორგანიზატორები.