ვოლგაზე ჩაძირულ გემ "ბულგარიაზე" ყველა დაღუპული ამოცნობილია. 
დადასტურებული მონაცემებით 114-ვე ცხედარი ნათესავებისა და ახლობლების მიერ უკვე ამოცნობილია. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. 
სულ თბომავალზე 208 ადამიანი იმყოფებოდა, 114 დაიღუპა, 79 გადარჩა, 15 ადამიანი დღემდე დაკარგულად ითვლება. 
გარდაცვლილთაგან 24 ბავშვია  -16 გოგონა და 8 ბიჭი.