ამერიკელი მსახიობი ვინ დეიზელი ჯერ უსათაურო ექს-ტრილერის პროდიუსერი ხდება, სადაც მთავარ როლს თავად შეასრულებს. ფილმის სცენარით ოლივერ ბატჩელი და სტივენ კორნუელი დაკავდებიან.
მათი ბოლო ერთობლივი ნამუშევარი რეჟისორ ჟაუმ კოლიეტ- Jaume Collet-Serra ფილმი „უცნობი" ბერლინის ბოლო კინოფესტივალზე აჩვენეს.
ამ დროისათვის Bბოლო ნამუშევარი სადაც მსახიობი ვინ დეიზელი მონაწილეობდა ფილმი Fast Five, რომელიც კინოეკრანებზე 2011 წლის მაისში გამოვიდა და შემოსავალმა 600 მილ.დოლარი შეადგინა. მსახიობი აქაც ფილმის პროდიუსერად გვევლინება.
2012 წელს გამოვა ფრანშიზის გაგრძელება კოსმიურ ბოროტმოქმედ-ძებნილ რიდიკზე, რომელმაც თავის დროზე დიდი წარმატება მოუტანა ვინ დეიზელს. მსახიობი არა მარტო შეასრულებს მთავარი გმირის როლს, არამედ ფილმის წარმოებას დააფინანსებს.
რიდიკზე შექმნილი წინა ფილმები ეკრანებზე 2000-2004 წლებში გამოვიდა.