დღეს სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ აფხაზეთის ე.წ. ცესკოში განცხადება შეიტანა და ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე თანხმობა განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. ამავდროულად, სერგეი შამბასთან ერთად განცხადება შამილ აძინბამაც შეიტანა და აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრისათვის თანხმობა განაცხადა.
ამის შემდეგ კანდიდატებმა კენჭისყრაში მონაწილეობისათვის აფხაზური ენის ცოდნაში გამოცდა უნდა ჩააბარონ.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც მიმდინარე წლის 26 აგვისტოს გაიმართება ე.წ. პრეზიდენტის თანამდებობის დასაკავებლად აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ანქვაბი და ოპოზიციონერი რაულ ხაჯიმბა.