ირაკლი ოქრუაშვილი "ქართული პარტიის" ლიდერების ევროპის ერთ-ერთ ქალაქში შეკრებას დაესწრება , - ამის შესახებ დღეს "ქართული პარტიის" თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა მისი თქმით, შეკრება მომავალ კვირას გაიმართება. სუბარის თქმით, კონკრეტული დღე და ადგილი, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის.
"მომავალ კვირაში ვგეგმავთ, რომ შევიკრიბოთ პარტიის ლიდერები და ამ შეკრებას დაესწრება ირაკლი ოქრუაშვილიც", - განაცხადა სოზარ სუბარმა.