18 დეკემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის ბიბლიოთეკაში გაიმართება გრაფი ოლდენბურგისა და აგრაფინა ჯაფარიძე-დადიანის XIX საუკუნის ფოტოების მიხედვით შექმნილი ნიღბების პრეზენტაცია.
"საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში სიყვარულის ლეგენდა გაცოცხლდა. 1895 წელს დაწყებული რომანტიული ისტორია, გრაფ ოლდენბურგისა და ქართველი ასულის აგრაფინა ჯაფარიძე-დადიანის გრძნობას უკავშირდება, რომლის შედეგადაც თბილისში სიყვარულის სასახლე აიგო.
დიზაინერმა თინათინ მაღალაშვილმა ნიღბები ისტორიული პირების უკვდავსაყოფად და მუზეუმში საახლწლო განწყობის შესაქმნელად გააცოცხლა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ისტორიული ფაქტი თეატრალიზირებული სახით ნიღბების საშუალებით გადმოიცა", _ა ცახდებენ ღონისძიების ორგანიზატორები.
მათი განცხადებით, ორივე ხელოვნების ნიმუში პრინცისა და პრინცესას პირად ბიბლიოთეკაში მუდმივ ექსპოზიციაში გამოიფინება.
ცნობილია, რომ 1882 წელს გერმანელმა პრინცმა კონსტანტინე პეტრეს ძე ოლდენბურგელმა ქუთაისში უალამაზესი ქალბი, თავად დადიანის მეუღლე აგრაფინა ჯაფარიძე გაიცნო. პრინცი იმდენად მოიხიბლა ქალის მშვენიერებით, რომ მისი ოჯახური მდგომარეობა არად ჩააგდო და სიყვარული აუხსნა. ოლდენბურგელის მხურვალე გრძნობამ აგრაფინას ქმარიც დაავიწყა და მოვალეობაც. შეყვარებულებმა ქუთაისი დატოვეს და საცხოვრებლად თბილისში გადავიდნენ. პრინცმა ქმრისაგან გამოქცეულ სატრფოს ულამაზესი სასახლე აუშენა.