ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე რუსთავის „მეტალურგისა" და პავლოდარის „ირტიშის" შეხვედრა ფრედ, 1:1 დამთავრდა. ანგარიში 73-ე წუთზე ალექსანდრე კვახაძემ თავური დარტყმით გახსნა. ყაზახებმა ანგარიში 5 წუთში გაათანაბრეს. „ირტიშის" ფეხბურთელმა „მეტალურგის" მცველების შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა. განმეორებითი შეხვედრა პავლოდარში 21 ივლისს გაიმართება.
ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე დღეს კიდევ ორი ქართული გუნდი ითამაშებს. საქართველოს თასის მფლობელი „გაგრა" თბილისის დროით 21:00 საათზე, კვიპროსის „ანორთოსისს" შეხვდება სტუმრად,. თბილისის „დინამო" კი უელსის „ლანელს" შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 21:50 საათზე დაიწყება.