15-17 ივლისს, თბილისში, ევროპის სახლში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული კინოტრეინინგის - MINI EAVE-ს მეორე ეტაპი ჩატარდება.
ქართველი კინემატოგრაფისტებისთვის კინოპროექტებისა და სცენარების განვითარების პროგრამა ხორციელდება ეროვნული კინოცენტრის ინიციატივით ევროპულ კინოტრენინგ ორგანიზაცია - იავესთან (EAVE) ერთად. სემინარს დაესწრება 13 ქართველი მონაწილე 5 კინოპროექტით.
ტრეინინგპროგრამას ჩაატარებენ სპეციალურად საქართველოში მოწვეული საერთაშორისო დონის ექსპერტები: კლერ დაუნსი (სცენარის კონსულტანტი, დიდი ბრიტანეთი), რიინა სილდოსი (პროდიუსერი, ესტონეთი), სიბილ კურზი (პროექტის წარდგენის - "Pიტცჰინგ" ექსპერტი, გერმანია) , ფრედერიკ კორვე (პროდიუსერი, გაყიდვების და დისტრიბუციის აგენტი, კომპანია უ-მედიას დირექტორი, საფრანგეთი) , კატრინ შლუტერ შირბეკი (მედია იურისტი, გერმანია), ალან ფონტენი (სწავლების ხელმძღვანელი, დიდი ბრიტანეთი).
ტრეინინგის თემატიკაა სცენარის განვითარება; ბაზრისა და აუდიტორიის გათვიცნობიერება, კინოგაყიდვები და დისტრიბუცია; კო-პროდუქციის იურიდიული ასპექტები და საერთაშორისო მარკეტინგის ხერხები, საერთაშორისო ფესტივალებისა და კინობაზრობების ფუნქცია.
პროგრამის ფარგლებში საქართველოში პირველი სემინარი ჩატარდა 2011 წლის 25-27 მარტს.
ტრეინინგის ბოლოს, MINI EAVE-ს ფარგლებში განვითარებულ საუკეთესო პროექტს მიეცემა შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს ტალინის Black Marcet-ის ფარგლებში ორგანიზებულ Baltic Event-ში, 2011 წელს.