დღეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს გაწეული მუშაობის ანგარიში წარუდგინა.
შაშკინი საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს და საერაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს იმ რეფორმებზე ესაუბრა, რომელიც 2009 წელს განხორციელდა.
შაშკინმა 2010 წლისთვის განსახორციელებელ გეგმებზედაც ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა განათლების სფეროს.
"ჩვენთვის ძალიან მნუშვნელოვანია საერთაშოისო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს ჰქონდეთ სრული ინფორმაცია, რა კეთდება საქართველოში დემოკრატიული განვითარებისთვის", _ განაცხადა შაშკინმა.