გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მორიგი 29-ე შეხვედრა გაიმართა. აფხაზურმა მხარემ შეხვედრაზე კვლავ დააყენა გალის რაიონის მაცხოვრებლის, დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე ტერაქტის ჩადენის მუხლით დაკავებული მერაბ ყოლბაიას გათავისუფლების საკითხი.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, სეპარატისტებმა აღნიშნეს, რომ მათ სურთ ქართულ მხარესთან გააფორმონ ხელშეკრულება დამნაშავეთა დაკავებისა და ერთმანეთისათვის გადაცემის სფეროში. აღნინიშნა, რომ ამგვარი თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში თანამშრომლობის პროცესი ამ სფეროში ეფექტური იქნება.
შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გალში 20 სექტემბერს გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები