საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულმა ზესტაფონის „ზესტაფონმა" მოლდოვის ჩემპიონი, კიშინიოვის „დაჩია" ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
მატჩი ზესტაფონში, დათო აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართა და ზესტაფონის სრული უპირატესობით წარიმართა. ა
ნგარიში მე-14 წუთზე ნიკა გელაშვილმა გახსნა. მეორე გოლი ზუსტად 11 წუთში ჯაბა დვალმა გაიტანა. მანვე მე-40 წუთზე დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
განმეორებითი შეხვედრა 20 ივლისს მოლდოვაში გაიმართება.