სამართალდამცველებმა მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრი"-ს მიმდებარე ტერიტორიაზე ძებნილი დააკავეს.
შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული სამმართველოს თანამშრომლების მიერ გატარებული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიების შედეგად, დაკავებულ იქნა უკრაინის მოქალაქე, ვიტალი ვლადიმერის ძე კილიხევიჩი. კილიხევიჩი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ადამიანის გატაცებისა და მძევლად ხელში ჩაგდებული პირის განზრახ მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.
აღნიშნული პიროვნება მიმდინარე წლის 26 ოქტომბრიდან იძებნება უკრაინის სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ, უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის II ნაწილის III პუნქტით და 146-ე მუხლის III ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
დაკავებული აღიარებს დანაშაულს, ის ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.