შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტომ (SDC) ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების მეხანძრეებს სამაშველო აღჭურვილობა გადასცა.
პროექტი „ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში" 2009 წლის მარტში დაიწყო და მიზნად ისახავს ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში კატასტროფების შედეგად ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენას და ეკონომიკური ზარალის შემცირებას.
პროექტის ერთერთი კომპონენტი „მზადყოფნა" მოიცავს აღნიშნული მუნიციპალიტეტების მეხანძრეთა ძირითად სასწავლო მომზადებას და მათთვის სამაშველო აღჭურვილობის გადაცემას.
ტრეინინგის ორგანიზება და ჩატარება თბილისის მაშველთა ბაზაზე განხორციელდა საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტისა და თბილისის მაშველთა ბაზის ხელშეწყობით.