დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით, ინტერნეტ გამოცემა "ოსინფორმმა" შესაძლოა მუშაობა შეწყვიტოს. ინფორმაციას ამის შესახებ თავად სააგენტო ავრცელებს.
" "ოსინფორმის" ძვირფასო მომხმარებლებო. უახლოეს მომავალში დაფინანსებს არარსებობის გამო ჩვენი პორტალის მუშაობა, სამწუხაროდ შეიძლება შეწყდეს.
ივლისის დასაწყისში სამხრეთ ოსეთის მთავრობამ მედიისათვის მატერიალური მხარდაჭერის განრიგი განსაზღვრა, თუმცა ჩვენი სააგენტო დასაფინანსებელი გამოცემების ნუსხაში ვერ მოხვდა. აქვე წინასწარ ბოდიშს გიხდით ჩვენი ინტერნეტ-გვერდის მუშაობის შესაძლო შეფერხებებისათვის და მასალათა რიცხვის სავარაუდო შემცირების გამო. იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი პორტალის მუშაობა მალე აღდგება", _ ნათქვამია ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.