მიცვალებულის თანხას რომ მოიპარავ, დასაჭერი კი არა დასახვრეტი ხარ, - საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი, დავით ოქიტაშვილი კულტურის ყოფილი მინისტრის, თიკა რუხაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს.
აღნიშნულთან დაკავშირებით დავით ოქიტაშვილმა ტელეკომპანია "პირველთან" ისაუბრა.
მისი თქმით, თიკა რუხაძე კულტურის მინისტრის პოსტზე ყოფნის დროს მუდამ "მამუკა მდინარაძის სახელით ბლატაობდა".
"უწმინდესიც რომ არ იყოს, მიცვალებულის თანხას რომ მოიპარავ, დასაჭერი კი არა დასახვრეტი ხარ. თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა. "ფეხებს მომჭამთ ჭირში, მამუს დავურეკავ", - ასე ამბობდა. ზოგი ეკითებოდა - მამუ ვინ არის. ასე რომ დაველოდოთ გამოძიებას, მე არასოდეს არ დავმალულვარ, დამიბარონ სადაც უნდათ და მე მივალ, პრობლემა არ მაქვს. მარტო მე რომ ვითხოვდე კიდე ხომ, მთელი საქართველოს მოსახლეობა ითხოვს. როცა ადამიანთა ჯგუფს აბრალებენ ამხელა ცოდვას, მე გამოვაქვეყნებდი ხარჯთაღრიცხვას",- აცხადებს "პირველებთან" დავით ოქიტაშვილი.