ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას თავდაცვის ძალებში კონტრაქტით მომსახურე 30 წლის შოთა მაისურაძე ემსხვერპლა. ინფორმაციას გამოცემა „მთავარი ამბები კახეთიდან“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მაისურაძე სოფელ შილდის მკვიდრი იყო. შემთხვევა დღეს დილით, სასაფლაოს მიმდებარედ, ცენტრალურ გზაზე მოხდა.
მათივე ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ამობრუნდა, მძღოლი კი დაიღუპა.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ბრიგადა და პოლიცია იყო მობილიზებული.