საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, ზაფხულის 2020 წლის ოლიმპიადის მასპინძლობისთვის თურქეთის ქალაქმა სტამბულმა ოფიციალური განაცხადი გააკეთა.
ამ დროისთვის ოფიციალური განაცხადი სტამბულთან ერთად იტალიის დედაქალაქ რომს აქვს გაკეთებული.
ოლიმპიადის მასპინძლობისთვის კენჭს მადრიდიც და ტოკიოც იყრიან. განაცხადების მიღების ბოლო ვადა 1 სექტემბერს იწურება.
მასპინძლის ვინაობა 2013 წელს გახდება ცნობილი.