საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების წევრებს შეხვდა.
მსოფლიო რაგბის ჩემპიონატის დაწყებამდე საქართველოს პრეზიდენტმა მორაგბეებს სრული მხარდაჭერა აღუთქვა. პრეზიდენტის თქმით, ქართველმა მორაგბეებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს. მისი თქმით, მას იმედი აქვს, რომ ასევე დიდ წარმატებას მიაღწევენ მორაგბეები მსოფლიო ჩემპიონატზეც, რომელიც 2011 წლის სექტემბერში ახალ ზელანდიაში გაიმართება,
„თქვენ ხართ პირველი ყველაზე შორს წასული კოლექტიური გუნდი საქართველოში. ბევრი ბავშვის მისაბაძი მაგალითი ხართ. ძალიან ბევრი ოცნებობს, რომ თქვენს გზას დაადგეს. ბევრი თქვენგანი მსოფლიოს საუკეთესო ლიგებში წარმატებულად თამაშობენ, რაც საამაყოა. ახლა მივიღეთ რაგბის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტის წერილი. მადლობას იხდის იმისთვის, რომ ძალიან მაგარი შეჯიბრი ჩავატარეთ. ის იძახის, რომ დარწმუნებულია იმაში, რომ საქართველო გახდება ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი მსოფლიოში. ჩვენ ყველა ჩვენ ვალდებულებებს შევასრულებთ რაგბთან დაკავშირებით. ახალი გამარჯვებები დარწმუნებული ვარ წინ გაქვთ", - განაცხადა სააკაშვილმა.
თავისი მხრივ მორაგბეებმა პრეზიდენტს ნაკრების მაისური აჩუქეს, სადაც პრეზიდენტის გვარი არის დაწერილი.