რუსეთს ფორმალური ხელისუფლება და რეალური სპეცსამსახურები მართავენ. აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის, სერგეი ბაღაფშს თურქეთში განხორციელებული ერთადერთი ვიზიტი სიცოცხლის ფასად დაუჯდა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის სასაცილო დამოუკიდებლობა და ამავე დამოუკიდებლობაზე ფუჭად მოსაურე აფხაზეთი რუსეთის რეგიონია - ამ და სხვა თემებზე პოლიტოლოგი, პოლიტიკური ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრის თავმჯდომარე მუბარიზ აჰმედოღლუ სააგენტო "ტრენდთან" საუბრობს.
"ყაზანში გამართული შეხვედრის უნაყოფობამ, შესაძლოა, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სეპარატიზმის გაღვივებას შეუწყოს ხელი. ჩრდილო კავკასიაში არსებული სეპარატიზმი, შესაძლოა, უმოკლეს დროში აზერბაიჯანისა და რუსეთის სხვა რეგიონებსაც მოედოს", - ეს განცხადება აჰმედოღლუმ გააკეთა.
ექსპერტი აცხადებს, რომ რუსეთი არასტანდარტული სახელმწიფოა, ამიტომაც მის მოქმედებებში ქშირად არის ისეთი მომენტები და რეაქციები, რომლებიც ერთი შეხედვით ძნელად გასაგებია.
"თუმცა ეს გაუგებარი მომენტები სინამდვილეში კარგად ნაცნობია და კარგა ხნის წინ აღიარებულ რეალობებში მდგომარეობს", _ აცხადებს ექსპერტი და აგრძელებს, რომ მიუხედავად იმისა, რუსეთის ოფიციალურ პირებს აღელვებთ თუ არ აღელვებთ კავკასიის რეგიონში განვითარებული მოვლენები, სპეცსამსახურების ორგანოებს ამ დროს სულ სხვა პოზიცია აქვთ.
"ამჟამად კავკასიაში სამი ასეთი მაგალითია და თუ მას მთიანი ყარაბაღიც დაემატება მაგალითების რაოდენობა ოთხი იქნება. სამ დანარჩენს თუ შევხედავთ, ყარაბაღელ სომხებს დამოუკიდებლობის რეალური პერსპექტივა მართლაც აქვთ.
ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი არ არის, ეს რუსეთის განუყოფელი ნაწილია, ჩრდილო ოსეთის ფაქტორის თავლსაზრისით. ამიტომაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის შესახებ ნათქვამ სიტყვებზე რეაგირება თავად ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას არ აქვს.
რაც შეეხება აფხაზეთს, მას ექსპერტის აზრით მართლაც ჰქონდა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების რესურსი, იმიტომ, რომ აფხაზების დიდი ნაწილი თურქეთის ტერიტორიაზე ცხობრობდა.
"ის ინტერესი აფხაზეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობისა, რომელიც თურქეთში მცხოვრებ მილიონამდე აფხაზს გაეღვიძა, სინამდვილეში, შესაძლოა, მართლაც ხელისშემწყობი ყოფილიყო ამ სტრუქტურის ჩამოყალიბებისა.
პირველად პრეზიდენტობის ექვსი-შვიდი წლის განმავლობაში სერგეი ბაღაფშის თურქეთში ვიზიტი განხორციელდა და ეს მას სიცოცხლის ფასად დაუჯდა. სულ უფრო და უფრო მეტი პუბლიკაციაა იმის შესახებ, რომ მოსკოვში ბაღაფში სპეცსამსახურებმა გარკვეული სამედიცინო მეთოდით მოკლეს. აფხაზეთში რუსეთის მიერ კონტროლირებადი დამოუკიდებლობა უნდა იყოს", _ აცხადებს აჰმედოღლუ.
მისი თქმით, გათვალისწინებული უნდა იყოს ისიც, რომ რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებს არაერთგზის მიუტანიათ აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების ყურამდე, რომ მათ შეუძლიათ რამდენიც უნდათ ისაუბრონ აფხაზეთის დამოუკიდებლობაზე, მაგრამ უნდა გააცნობიერონ, რომ რუსეთის ერთ-ერთი სუბიექტის განუყოფელი ნაწილი არიან.
"ასეთი მოვლენები ხდებოდა ჰასავიურტის შეთანხმების ხელმოწერის დროსაც. მიუხედავად გაფრთხილებისა, გენერალმა ა.ლებედმა ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც ქმნიდა საფუძველს ჩეჩნეთის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის. პრეზიდენტ ბორის ელცინის პირადი წარმომადგენელი ლებედი ამ ხელშეკრულების ხელმოწერიდან ექვსი-შვიდი წლის შემდეგ ვერტმფრენის კატასტრიფის შედეგად დაუდგენელ გარემოებაში დაიღუა.
დატალების ახსნის აუცილებლობა, ალბათ, არ არსებობს. მისი თანაშემწე ც. ხარლამოვი კი, რომელიც ასევე უშუსალო მონაწილეობას იღებდა ჰასავიურტის შეთანხმების გაფორმებაში, ლებედის სიკვდილიდან მალევე მოკლეს საკუთარი სახლის წინ. ჰასავიურტის შეთანხმების იდეის ავტორი ბ. ბერეზოვსკი კი პოლიტიკური თვალსაზრისით მკვდარია", _ აცხადებს ექსპერტი და ამ შეთანხმებასთან დაკავშირებულ კიდევ რამდენიმე პირზე აგრძელებს საუბარს.
"ჩეჩნეთის მაშინდელი პრეზიდენტის ზელიმხან იანდარბიევისა და ასლან მასხადოვის ბედი, რომლებმაც ამ შეთანმებას ხელი მოაწერეს ცნობილია. ასევე უცნობია რიგითი ჩეჩნების და დაღესტნელების ბედი, რომლებსაც ჰასავიურტის შეთახმებაზე ინფომრმაცია ჰქონდათ", _ აცხადებს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ თუ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი სომხების მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებით დასრულდება, სრულიად შესაძლებელია, რომ მათ აფხაზეთის, ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და ჰასავიურტის შეთანხმების ბედი ელით.