რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი გამოეხმაურა, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას, რომ ვლადიმირ პუტინმა მას იმედი გაუცრია და აღნიშნა, რომ ტრამპი ომის მიმართ „საკმაოდ ემოციურია“
პესკოვის თქმით, კრემლი ვარაუდობს, რომ ტრამპი და შეერთებული შტატები „ინარჩუნებენ პოლიტიკურ ნებას და განზრახვას, განაგრძონ ძალისხმევა უკრაინის კონფლიქტის მოგვარების ხელშეწყობისთვის“.
„ამიტომ, რა თქმა უნდა, პრეზიდენტი ტრამპი საკმაოდ ემოციურია, ვთქვათ, ამ თემასთან დაკავშირებით [უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომთან]. ეს აბსოლუტურად გასაგებია“, - განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.
პესკოვის მტკიცებით, პუტინი „მზად არის ომის „პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით“ „მოგვარებისთვის“, მაგრამ ამის დაბრკოლებას უკრაინისა და ევროპული ქვეყნების ხელმძღვანელობა წარმოადგენს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ „კონფრონტაციის გზის გასაგრძელებლად“.