უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ თავდაცვის ძალებმა დონეცკის ოლქში შვიდი დასახლებული პუნქტი დაიბრუნეს.
„უკრაინის თავდაცვის ძალების ოპერაცია დონეცკის რეგიონში, დობროპოლიეს მიმართულებით გრძელდება. ჩვენი ჯარების წინსვლა მტრის თავდაცვის სიღრმეში 3-დან 7 კილომეტრამდე შეადგენს.
კონტროლი შვიდ დასახლებულ პუნქტზე აღდგა, ცხრა კი მტრის დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფებისგან გაიწმინდა. ოპერაციის დროს სულ 160 კმ² გათავისუფლდა, ხოლო კიდევ 171 კმ² დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფებისგან გაიწმინდა“, - წერს სირსკი.
მან ასევე განაცხადა, რომ ამ პერიოდში რუსეთის ფედერაციამ 2456 ადამიანი დაკარგა.
გარდა ამისა, მნიშვნელოვნად შეივსო „გაცვლითი [ტყვეთა] ფონდი“. ოკუპანტებმა ასევე დაკარგეს 817 ერთეული იარაღი და სამხედრო ტექნიკა. აქედან: 12 ტანკი, 37 საბრძოლო ჯავშანტექნიკა, 162 საარტილერიო სისტემა, 5 MLRS, 382 სატრანსპორტო საშუალება, 58 მოტოციკლი, 1 სპეციალური ტექნიკა და 160 უპილოტო საფრენი აპარატი.