საბავშვო საკალათბურთო აკადემიის გუნდი, რომლის სპონსორია კომპანია „თელასი",16 წლამდე მოზარდთა შორის 2010-11 წლის სეზონზე საქართველოს ჩემპიონი გახდა.
ფინალურის სერიის მესამე გადამყვეტი მატჩი ,,აკადემია-1" და ,,რუსთავი-1" შორის, ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში გაიმართა. მასპინძლებმა 77:74 იმარჯვეს, სერია 2:1 მოიგეს და ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.
როგორც გუნდის მთავარი მწვრთნელი გელა წულაძე აცხადებს, გუნდის გამარჯვებაში დიდი როლი შეასრულა კომპანია „თელასმა", რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში გუნდის ქომაგი და სპონსორია.
„უკვე მესამე წელია, რაც „თელასი" ჩვენი სპონსორია. ამ დროის განმავლობაში კომპანიამ უდიდესი დახმარება გაგვიწია, რამაც მოგვეცა საშუალება მონაწილეობა მივიღოთ სხვადასხვა ჩემპიონატსა თუ ტურნირში თბილისსა და რეგიონებში. ტურნირებში მონაწილეობა ბავშვებს გამოცდილების დაგროვერებაში ეხმარება და როგორც ხედავთ, ჩვენმა ერთობლივმა ძალისხმევამ დადებითი შედეგი გვაჩვენა", - განაცხადა მან.
მისი თქმით, გუნდი "აკადემია-1"- ის 12 წევრიდან ნახევარი საქართველოს 16 წლამდელთა ნაკრების წევრობის კანდიდატია.
"ჩვენ უკვე რამდენიმე წელია ვასპონსორებთ საკალათბურთო კლუბ „აკადემიას." პირველ რიგში, ხარს ვუჭერთ მოზარდებს, რათა ისინი ეზიარონ ცხოვრების ჯანმრთელ წესს, განვითარდეს მათში დადებითი პიროვნული თვისებები და გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები. თუ მციორეოდენი წვლილიც კი შევიტანეთ ამ გამარჯვებაში, ეს ორმაგად სასიამოვნოა", - განაცხადა კომპანია „თელასის" გენერალურმა დირექტორმა იური პიმონოვმა.