საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი ქართველი მშვილდოსნებისათვის ოლიმპიური ლიცენზიის დაბრუნებას ითხოვს. ამ მიზნით იტალიის ქალაქ ლოზანაში სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელის შეტანაც კი იგეგმება, სარჩელის მომზადება ოლიმპიურმა კომიტეტმა უკვე დაიწყო.
იტალიაში მიმდინარე მშვილდოსანთა 46-ე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს მშვილდოსან ქალთა ნაკრები მერვედფინალში მასპინძელი ქვეყნის ნაკრებს შეხვდა. შეჯიბრის ბოლოს გამარჯვებულად ქართული გუნდი გამოცხადდა, თუმცა რამდენიმე წუთში მსოფლიოს ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტმა იტალიელთა პროტესტის შემდეგ გამარჯვება მასპინძლებს მიაკუთვნა. როგორც განაცხადეს გადამწყვეტი სროლების დროს ელექტრო ტაბლო არ მუშაობდა.
გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს მშვილდოსან ქალთა ნაკრები რვა საუკეთესო გუნდს შორის მოხვდებოდა და ლონდონის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიას მიიღებდა.