თელავში საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ქართული აკადემიის~ კახეთის რეგიონული წარმომადგენლობა ჩამოყალიბდა. კახეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელად თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, პროფესორი გიორგი ჯავახიშვილი დაინიშნა.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ჯავახიშვილმა განუცხადა, საზოგადოებრივი ორგანიზაციის ადგილობრივი წარმომადგენლობა ყურადღებას, ძირითადად, მეცნიერების, განათლების და კულტურის სფეროში არსებულ პრობლემებზე გაამახვილებს.