ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე რუსთავის „მეტალურგმა" ერევნის „ბანანცი" ორი მატჩის ჯამში, 2:1 დაამარცხა. დღეს, რუსთავის სტადონ „ფოლადზე" გამართული მატჩი 1:1 დასრულდა. ანგარიში მე-18 წუთზე მიქაბერიძის გოლით რუსთაველებმა გახსნეს. საბოლოო შედეგი 71-ე წუთზე დაფიქსირდა. ერევნელებმა ანგარიში დუ ბალას თერთმეტრიანიდან გატანილი გოლით გაათანაბრეს.
საკვალიფიკაციო ეტაპზე ასევე განმეორებით მატჩს ატარებს თბილისის „დინამო". მოლდოვაში „დინამოსა" და „მილსამის" შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო და ანგარიში არ გახსნილა. პირველი შეხვედრა თბილისში „დინამოს" გამარჯვებით (2:0) დასრულდა.