2018 წლის ზამთრის ოლიმპიადას სამხრთ კორეის ქალაქი პიონჩანგი უმასპინძლებს. მასპინძლის ვინაობა საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა პირველივე კენჭისყრაზე გამოავლინა. ოლიმპიადის მასპინძლობაზე გერმანიის ქალაქი მიუნხენი და საფრანგეთის ანესი იბრძონდნენ. პიონჩანგმა 95 ხმიდან 65 მიიღო, მიუნხენმა 25, ხოლო ანესიმ 7.
პიონჩანგს ოლიმპიადის მასპინძლობის სურვილი 2010 წელს და 2014 წელსაც ჰქონდა. შეგახსენებთ, რომ 2010 წლის ოლიმპიადას ვანკუვერმა უმასპინძლა, 2014 წელს კი ზამთრის ოლიმპიადა სოჭში ჩატარდება.