აფხაზეთის დე-ფაქტო ყოფილ ხელმძღვანელს სერგეი ბაღაფშს სიკვდილის შემდეგ "აფხაზეთის გმირის" წოდება მიანიჭეს და "პატივისა და ღირსების" პირველი ხარისხის ორდებით დააჯილდოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ამ განკარგულებას აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ანქვაბმა მოაწერა ხელი.
შეგასხენებთ, რომ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში მოსკოვში 63 წლის ასაკში სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა.