რუსმა ოკუპანტებმა გალი-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვართან ცეცხლი გაუხსნეს მიკროავტობუსს, რომლითაც 2 წლის მძიმე ავადმყოფი ოკუპირებული რეგიონიდან ზუგდიდის საავადმყოფოში გადაყავდათ.
ოჯახმა გაქცევა მოახერხა და ანა ეფიმია ახლა უკვე ზუგდიდის საავადმყოფოში იმყოფება.
2 წლის ბავშვმა დღეს დილით ნადუღი გადაისხა და სხეულის დიდი ნაწილი დაიწვა.
ექიმების განცხადებით, ბავშვის მდგომარეობა რთულია და დღეს მას კატასტროფის ბრიგადები თბილისში გადმოიყვანენ.