17 დეკემბერს, 15:00 საათზე, სკოლა-სტუდია ~მშობელთა ხიდის~ აღსაზრდელებისთვის ბარ-რესტორან ~ქალაქურში" გაიმართება ბარბარობისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო ღონისძიება ~ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელები~. საქველმოქმედო საღამოს ორგანიზატორი ბიზნესტრენინგების ასოციაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის ჯგუფია.
ღონისძიების ფარგლებში ~მშობელთა ხიდის~ 37 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისთვის კონცეტრტს ~ბზიკები~ და ~ბასტი-ბუბუ~ გამართავენ. საღამოზე ~ბზიკების~ ახალი სიმღერის პრემიერაც შესრულდება.
~მშობელთა ხიდის~ ყველა აღსაზრდელი საქველმოქმედო საღამოს სპონსორი კომპანიების მიერ სხვადასხვა პრიზით დაჯილდოვდება. მათ კომპიუტერი, ჰიგიენური საშუალებები, წიგნები, ჩანთები, მთაწმინდის პარკის ბილეთები და სხვა ნივთები გადაეცემათ.
ღონისძიების სპონსორები არიან ფარმაცევტული კომპანია ~პე ეს პე~, კორ-სტანდარტ ბანკი, ბარ-რესტორანი ~ქალაქური~, ~ავტობილდი~, ჟურნალი ~ფოკუსი~, სწრაფი კვების ობიექტი ~ფანტაზია~. ბავშვებისთვის საჩუქრები დააწსეს წიგნის მაღაზიათა ქსელმა ~ბიბლუსმა~, მთაწმინდის პარკმა ~ბომბორამ~, ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია ~მაგთიკომმა~, საბავშვო გასართობმა ცენტრმა ~მე-9 ცამ~, საჯარო რეესტრმა, საფრანგეთის მემინანქრეთა ასოციაციის წევრმა ეკატერინე აბესაძემ და კომპანია შწეეტ Bუტიქუე Vანილლა ~-მ, რომელიც აღსაზრდელებს ტორტით გაუმასპინძლდება.