17 დეკემბერს, 16:00 საათზე, "არქიდრომის" ინიციატივით, სამხატვრო აკადემიის დიდ დარბაზში გაიმართბა დისკუსია ხელოვანებთან.
16 დეკემბერს, თბილისის სამხატვრო აკადემია, თანამედროვე ხელოვნების არქივი "არქიდრომი" და ჯგუფი "ბულიონი" თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიდ დარბაზში წარმოადგინა თანამედროვე ესტონური ხელოვნების გამოფენა. ნაჩვენები იყო ოთხი ესტონელი ხელოვანის _ ჰანეს ასამეტსის, ჰენრი ჰუტის, მიჰიკელ ილუსის და მიჰიკელ მარიპუს _ ვიდეოარტი, პერფომანსი და ფერწერული ნამუშევრები.
გამოფენა მოეწყო ესტონეთის კულტურის სამინისტროს და ესტონეთის საელჩოს ხელშეწყობით.