24-იდან 28 ივლისამდე ბათუმის ზღვისპირა პარკის მე-15 და მე- 16 სექტორში პლიაჟის ფეხბურთის მე-2 საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალში მონაწილეობს საქართველოს, აზერბაიჯანის, ირანის, მოლდავეთისა და სომხეთის სხვადასხვა ქალაქის 8 გუნდი.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ფესტივალის გახსნისა და დახურვის ტრანსლაცია მოხდება აჭარის ტელევიზიით. გულშემატკივრების გასართობად არაერთი საინტერესო აქცია იგეგმება. ვესტელისგან გათამაშდება სხვადასხვა ტექნიკა, ფირმა Dimes-ისგან დარიგდება ხილის წვენები, ჩატარდება ქართული ტრადიციული სიმღერებისა და ცეკვების საკონცერტო ნომრები, აკრობატული ნომრები და სხვა სანახაობრივი ღონისძიებები.
ფესტივალის მხარდამჭერი ორგანიზაციებია ბათუმის მერია, აჭარის ფუტზალი და საპლიაჟო ფეხბურთის ფედერაცია, გენერალური სპონსორია ფირმა Vestel-ი, Dimes-ი, Uni Card-ი, არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდები ჯანსაღი მომავლისათვის", ინტერნეტ პარტნიორის batumiinf.ge.